პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ ვარშავის სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ დასავლეთი მუდმივად ცდილობს, რუსეთთან დიალოგი დაამყაროს, მაგრამ ამ პროცესს ართულებს რუსული მხარის მოთხოვნები, რომლის შესრულებაც შეუძლებელია.
„ჩვენ პუტინს ვერაფერს შევთავაზებთ, რადგან მას მხოლოდ კონფლიქტი სჭირდება. რუსეთის ხელისუფლებას ურჩევნია, პრობლემები სამხედრო კონფლიქტებით და სანქციებით ახსნას, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში რეფორმები გაატაროს.
მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით NATO-მ რუსულ საფრთხეზე რეაგირება წინასწარ უნდა მოახდინოს. თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში დმიტრი მედვედევმა შესთავაზა ევროპას იმპერიული კონცეფციის მიღება და ფაქტობრივად, XIX საუკუნეში დაბრუნება. ჩვენ ამაზე რეაგირება არ მოგვიხდენია. შემდეგ ურეაქციოდ დავტოვეთ აგრესია საქართველოზე, შემდეგ უკრაინაზე. ამჯერად ჭკვიანად უნდა მოვიქცეთ და შეკავების პროგრამაზე ვიმუშაოთ", - განაცხადა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ.