logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი ნიკა მელიას საქმეზე: სახელმწიფო აკეთებს იმას, რასაც კანონის უზენაესობა ჰქვია
- +

17 თებერვალი. 2021. 18:53

 

„კანონმდებლობა თვითონ გვეუბნება, რა ქმედებას რა უნდა მოჰყვეს. ეს ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული ნიკა მელიასაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ეს გზა აირჩიეს“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სახელმწიფო აკეთებს იმას, რასაც ჰქვია კანონის უზენაესობა და ეს პროცესი აუცილებლად მივა ბოლომდე.

 

„გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, მარტივად ასახსნელია, ეს არის ის, რაც კონსტიტუციური კანონმდებლობიდან გამომდინარე პარლამენტს უნდა განეხორციელებინა. მთლიანად ის პროცესი, რაც მელიას გარშემო ვითარდება ასე ჩანს, ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან მცდელობასა და დამოკიდებულებას იმდაგვარს, რომ ბატონ მელიას საპატიმრო ღონისძიება არ ჰქონდეს განსაზღვრული და მეორე მხრივ ვხედავთ საწინააღმდეგო, პროვოკაციებისკენ მიმართულ ქმედებას, როდესაც სხვა ალტერნატივა არ რჩება სახელმწიფოს, გარდა იმისა, რომ მის მიმართ ის ქმედებები განხორციელდეს, რაც საბოლოო ჯამში მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ალბათ, პატიმრობის შეფარდებას მოიტანს. სახელმწიფო მოქმედებს კონსტიტუციური კანონმდებლობის ფარგლებში, მდგომარეობა იმდაგვარია რომ არც პროკურატურას, არც თავის მხრივ პარლამენტს, გარკვეული დისკრეცია ან არჩევანი კი არ აქვს, რომ ეს პროცესი რამე კონკრეტული მიმართულებით წაიყვანოს, კანონმდებლობა თვითონ გვეუბნება, რა ქმედებას რა უნდა მოჰყვეს. ეს ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული ნიკა მელიასაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“, მაგრამ როგორც ჩანს მათ ეს გზა აირჩიეს. სახელმწიფო აკეთებს იმას, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, რასაც კანონის უზენაესობა ჰქვია და ეს პროცესი აუცილებლად მივა ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner