მიმდინარე წლის 7 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 2 603 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 6-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 466 ტონას შეადგენდა). რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, დაახლოებით 14 ათას ტონამდე ატამია რეალიზებული.
ქ.გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის" პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.
ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედარაციაში (69%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (18%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.
კახეთის რეგიონში ატამს შპს ,,ქართული ხილის კომპანია" იბარებს, რომელსაც დღეში დაახლოებით 80 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხების შესაძლებლობა აქვს. „ქართული ხილის კომპანია" 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადასული. გარდა აღნიშნული კომპანიისა, გახსნილია 20-მდე მიმღები პუნქტიც.