“მივესალმებით თუ ახალი ბერკეტი, ნაბიჯი და მექანიზმი გამოჩნდება, რომელიც NATO-ი ჩვენს წევრობას კიდევ უფრო დააჩქარებს”, - ამის შესახებ NATO-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.
„არ ვიცი წევრობა მაპის გავლით მოხდება, თუ პირდაპირ გადავალთ ე.წ. Accession talks-ზე, რომელიც გაწევრიანების პროცესს შეეხება და მართალი გითხრათ, ეს არ არის ჩემთვის გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია, NATO-ს წევრობა.
ჩვენ მივესალმებით თუ ახალი ბერკეტი, ნაბიჯი და მექანიზმი გამოჩნდება, რომელიც NATO-ში ჩვენს წევრობას კიდევ უფრო დააჩქარებს. ჩვენ უკრაინას წარმატებას ვუსურვებთ. რეფორმების, დემოკრატიზაციის, ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა და ამას ყველა აღიარებს. პრემიერის განცხადებაც, რომელიც მან NATO-ში გააკეთა მისასალმებელია და მადლიერი ვარ, რომ მათი მხრიდანაც დაფიქსირდა. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მათ ყოველთვის მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.