logo_geo
eng_logo
მიხეილ სადრაძე: სასამართლომ ნიკა მელიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა და იმედი გვაქვს, მისი აღსრულება გონივრულ ვადაში მოხდება
- +

17 თებერვალი. 2021. 23:12

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, მოსამართლემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა.

 

 

„რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა.

აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ამას სხვა უწყება ასრულებს, მე კონკრეტულ პასუხს ვერ გეტყვით, თუმცა, კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა არ არსებობს. იმედს გამოვთქვათ, რომ განსხვავებით სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში და მოახდენს სათანადო ქმედებას“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner