logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა
- +

18 თებერვალი. 2021. 00:09

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის სეფარდებ

 

 

 

აუცილებელი არაა იურისტი იყო, რომ მიხვდე, რაღაც ხდება ისეთი რაც კითხვებს ბადებს. არცერთ ქვეყანაში, არცერთ სასამართლოში, დემოკრატიული ქვეყნები მაქვს მხედვეობაში, მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა”, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს. 

 

“ვფქირობ რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს.

 

ასეთ ვითარებაში, საზოგადოების წინ, დემონსტრაციულად ხაზგასმით ამბობს, რომ მე ვისხნი სამაჯურს, ეს იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებს - მოდით და შემიფარდეთ სხვა აღკვეთი ღონისძიება. მიუხედავად ამისა, კვლავ მოითხოვეს, გირაოს გადახდა გაზრდილი რაოდენობით.

არც ამ თემაზე არ წამოვიდა და რასაკვირველია გიჩნდება ეჭვი, რომ ეს გამიზნული ქმედებაც შეიძლება ყოფილიყო, რომ როგორმე მელია, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას არჩევნებსი, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას იმ პოლიტიკაში, რომელსაც გაყალბების თავზე მოხვევა ჰქვია, რომელიც უარს ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია სათავეში ჩაუდგეს და წარმართოს მისი მუშაობა, აქედან გამომდინარე, სხვა არაფერი გრჩება პასუხად, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არის ფაქტიურად რევოლუციური სცენარის განვითარების ემცდელობა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner