logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: მჯერა, დიდი ევროპული მეგობრული ოჯახის წევრები გავხდებით
- +

8 ივლისი. 2016. 17:44



პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი ვარშავის სამიტს დადებითად აფასებს. როგორც კოპალიანმა „რეპორტიორს" განუცხადა, სჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული მეგობრული ოჯახის წევრი.


„ჩვენი პრეზიდენტი საინტერესო გზავნილით ჩავიდა ვარშავის სამიტზე. საქართველოს მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ NATO-ში ჩვენი ინტეგრაცია მოხდეს.

ხვალ კარს გაგვიღებენ და NATO-ში მიგვიღებენ  - ამის ილუზია არ მაქვს, მაგრამ იმედით ვუყურებ. გაწევრიანება რთული პროცესია, საქართველო კონფლიქტური რეგიონია, აგრესორი მეზობელი გვყავს და ა.შ. ამიტომ ფრთხილობს ჩვენისთანა ქვეყნების მიღებას.

მჯერა, ევროკავშირი იქნება თუ NATO, დაინახავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მცდელობას და დიდი ევროპული მეგობრული ოჯახის წევრები გავხდებით",- განაცხადა კოპალიანმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner