logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას მსგავს ბრალდებას ამერიკელები შიდა ტერორიზმს ეძახიან, საქართველოში გინდათ, რომ ამას გმირობა დაარქვათ?
- +

18 თებერვალი. 2021. 00:53

 

“დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენს მოეხსნა იმუნიტეტი და დაახლოებით სამი კვირის წინ დაკავებულ იქნა ზუსტად ანალოგიური ბრალდებით. იმის გამო დააკავეს, რომ კაპიტოლიუმში შტურმით შევიდა. ეს ამერიკელების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და კოლეგების მიერ შეფასდა როგორც შიდა ტერორიზმი. თქვენ გინდათ, რომ საქართველოში ამას გმირობა დაარქვათ, ამერიკელები ეძახიან შიდა ტერორიზმს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი ფაქტი, როდესაც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ მთავარ ლიდერს ანალოგიური ბრალდების გამო აკავებენ და გირაოს გადაუხდელობის გამო ციხეში უშვებენ“.

 

 

 „გირაოს გადაუხდელობისთვის, მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების დარღვევის გამო ყველა ქვეყანაში უმძიმდებათ აღკვეთი ღონისძიება. მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია იქნება თუ უმრავლესობა და ასე შემდეგ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner