ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ვარშავაში, ევროკავშირსა და NATO-ს შორის გაფორმებული დეკლარაციის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს NATO და ევროკავშირი ერთი საფრთხის წინაშე დგანან.
მისი თქმით, NATO-ს და ევროკავშირს აღმოსავლეთიდან სამხრეთამდე სხვადასხვა გამოწვევები აქვს.
„ჩვენ გვჯერა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების. ახალ რეალობაში ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ მეტ დაცულობას, მიუხედავად იმისა, სახელმწიფო NATO-ს, ევროკავშირის თუ ორივე ორგანიზაციის წევრია", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.