logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: დიდგორის ველზე ყრილობის გამართვა ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფაა!
- +

8 ივლისი. 2016. 17:50



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დიდგორის ველზე დაგეგმილი ყრილობის შესახებ „რეპორტიორთან" საუბარში კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ეს იქნება საქართველოს ისტორიის შეურაცხყოფა.



„ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ბოლოდროინდელი მოქმედებები ყოველგვარ ნორმებს სცდება. დიდგორის ველზე ყრილობის გამართვა ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფაა. ნაციონალებს ხელუფლებაში 9-წლიანი ყოფნის განმავლობაში მავნებლობის, ადამიანებისთვის ტკივილის მიყენების, გაუბედურების, შეურაცხყოფის, კვლის, ქონების წართმევის, დამცირების და ტერიტორიების დაკარგვის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. დიდგორის ველზე, იქ, სადაც ჩვენი ვაჟკაცების სისხლია დაღვრილი, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ყრილობის გამართვა თავხედობაა და მე აღშფოთებული ვარ", - ამბობს დათო ლორთქიფანიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner