logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: საქართველოს ამერიკა და NATO დიდ დახმარებას უწევენ!
- +

8 ივლისი. 2016. 17:53



„ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ გაცხადდება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი",- ამ სიტყვებით აფასებს პარლამენტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე ვარშავის სამიტს „რეპორტიორთან" საუბრისას. გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები და NATO დიდ დახმარებას უწევენ.



„NATO-ში ჯერ არავინ  მიგვიღებს და MAP-საც არ მოგვცემენ, მაგრამ ყველაფერი მომენტის ამბავია, შეიძლება ისე განვითარდეს გლობალური პოლიტიკა, რომ ძალიან სწრაფადაც მიგვიღონ ან კიდევ გადაიწიოს.

მთავარია, რომ ჩვენ პროცესში ვართ ჩართულები და  თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში გვეხმარებიან.

ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ გაცხადდება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. ჯონ კერის სტუმრობის შემდეგ მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ამერიკელებთან ერთად გარკვეული პერიოდის შემდეგ საშუალებას გვაძლევს, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრები მოსალოდნელი აგრესიისაგან დავიცვათ.

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები და NATO დიდ დახმარებას უწევენ. უნდა დაველოდოთ პროცესების განვითარებას",- განაცხადა გაჩეჩილაძემ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner