logo_geo
eng_logo
საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსად გაიოზ თალაკვაძე დაამტკიცეს
- +

8 ივლისი. 2016. 18:15



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა წარმოადგინა.



საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გაიოზ თალაკვაძის დანიშვნას დაუჭირეს მხარი. თალაკვაძის კანდიდატურა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა წარუდგინა.



დღესვე, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მერიასა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" შორის თბილისის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით, პროექტის განსახორციელებლად, სესხის აღებისა და ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გასაფორმებელი თანხის გადაცემის ფარგლებში გრანტის მიღების საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.



აღნიშნული თანხით თბილისში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ავტობუსების შეძენა მოხდება.



საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლების ძველი ვეძისი, დიდგორი და თელოვანის ტერიტორიაზე მგლისა და ტურის რაოდენობის  რეგულირების  ღონისძიების  განხორციელების  შესახებ  უფლებამოსილების  დელეგირებას და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს მხარი.



გარდა ამისა, დეპუტატებმა თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით და იჯარით გადაცემას თანხმობა მისცეს.



საკრებულოს სხდომას თბილისის მერის მოადგილეები გიორგი ლილუაშვილი და ირაკლი ლექვინაძე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner