logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: სასაცილოდაც არ მყოფნის...
- +

8 ივლისი. 2016. 18:20



განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში  გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ თამბაქოს ინდუსტრიებს „ლობირებს".




გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ვლობირებ" თამბაქოს ინდუსტრიებს და ..

უბრალოდ სასაცილოდაც არ მყოფნის, მე როგორ უნდა ვლობირებდე მსგავსი ტიპის ინდუსტრიას.

აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემსა და კომპანია ბრითიშ ამერიკან თობაქოს" შორის შედგა კომუნიკაცია მხოლოდ ამ შემთხვევაში.

2014 მათ უნდოდათ დაეფინანსებინათ წარმატებული სტუდენტების (მაგისტრანტების) სწავლის გადასახადი. მე ისინი დავაკავშირე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ სამსახურს და სტუდენტურ თვითმმართველობას, რომ ერთმანეთში გაერკვიათ კანონის შესაბამისობა და მომხდარიყო დაფინანსება, ვინაიდან უნივერსიტეტი არის ავტონომიური ერთეული და დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც თავად წყვეტს, ვისთან დაამყაროს კონტაქტი და ვისთან არა. რამდენადაც გაირკვა, შეთანხმდნენ და დაუფინანსეს, თუ არ ვცდები, 14 მაგისტრანტს სწავლის საფასური. დაჯილდოებაზე ვიყავი დაპატიჟებული ბატონ ნოდარ ხადურთან და ბატონ სოზარ სუბართან ერთად.

P.S. ყოველთვის მივესალმები კერძო კომპანიების მხრიდან სტუდენტების წახალისებას, ვინაიდან ეს არის საუკეთესო ინვესტიცია. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ეს კანონის შესაბამისობა თვითონ უნივერსიტეტმა და კომპანიამ შესაბამისად დაარეგულირა.

კანონის ფარგლებში მქონდა შეხება აღნიშნულ კომპანიასთან ამ პროექტის ირგვლივ, ისევე როგორც შეხება მქონდა ძალიან ბევრ კომპანიასთან ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.

შესაბამისად, სანამ ახსენებთ ჩემს გვარს, კარგად შეისწავლეთ მდგომარეობა და საქმე. ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ ჩემი სახელისა და გვარის არასწორ კონტექსტში ხსენებისაგან.

და ბოლოს, მინდა მოვუწოდო კერძო სექტორს, დაამყარონ რაც შეიძლება მეტ უნივერსიტეტთან კონტაქტი, წაახალისონ სტუდენტები, დაეხმარონ მომავალ თაობას. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც შეიძლება განახორციელოთ და აღნიშნული ინვესტიცია თქვენ მოცემთ მთავარ შედეგს - ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ კადრს", - წერს ოთარ აბესაძე „facebook"-გვერდზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner