logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მათი განცხადებები ერთადერთ რამეს ადასტურებს - ისინი ჩიხში არიან
- +

18 თებერვალი. 2021. 18:43

 

„ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ერთადერთ რამეს ადასტურებს - ისინი ჩიხში არიან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპონენტების მიერ წარმოებული კამპანია დამყარებულია სიყალბეზე და ყველაფერი რაც სიყალბეზე და ტყუილზეა დამყარებული, იშლება.

 

„ოპოზიცია როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურადაც ჩიხშია. ისინი ატყობენ, რომ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. რაც შეეხება მათ სურვილებს, ის რომ გულწრფელი არ არის, ამას დიდი ხანია ვაკვირდებით.

 

უკვე 2 თვეა გასული, როდესაც მოლაპარაკებები შეჩერებულია და შეჩერებულია ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მოლაპარაკებების პაუზის მერე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ვისმენდით ყოველდღიურ მოწოდებებს ოპონენტების მიმართ, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ. ჩვენი პარტნიორები კარგად ხვდებიან, რომ მოლაპარაკებებს ოპოზიცია აფერხებს. ჩვენი ოპონენტების მიერ წარმოებული კამპანია დამყარებულია სიყალბეზე და ყველაფერი, რაც სიყალბეზე და ტყუილზეა დამყარებული, იშლება და ამ პროცესს მალე დავინახავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner