ავტორი ანა ფერაძე
„ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობის გამართვას დიდგორზე გეგმავს. ამასთან დაკავშირებით „რეპორტიორმა" გამოკითხვა ჩაატარა და გაიგო თბილისის მოსახლეობის აზრი.
იამზე ქიტუაშვილი, პენსიონერი: „ნაციონალურ მოძრაობას" უფლება არ აქვს, პარტიის ყრილობა დიდგორზე ჩაატაროს.
ალექსანდრე დაუთაშვილი, პედაგოგი: „ნაციონალებს" არ აქვთ უფლება, ყრილობა დიდგორზე გამართონ.
მამუკა ხასია, მშენებელი: „ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ უნდა არსებობდეს!
შაქრო ჩაგუნავა, ენერგეტიკოსი: დიდგორი ისტორიული ადგილია, ჩემი აზრით, „ნაციონალებს" იქ პარტიის ყრილობის გამართვის უფლება არ აქვთ.
კაკო მაჩაბლიშვილი, პედაგოგი: ჩემი აზრით, „ნაციონალებს" აქვთ უფლება, პარტიის ყრილობა დიდგორზე გამართონ.