logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: კანონს არღვევს მოქალაქე, ამ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე, რაც კიდევ უფრო მძიმეა
- +

18 თებერვალი. 2021. 19:17

 

 

“ყველა დაემორჩილოს კანონს, თქვას სიმართლე, მოიცილოს პოლიტიკური კონტექსტები და თუ ყველა ერთად სიმართლეს ვიტყვით, მაშინ ეს დაპირისპირება, რომელიც პოლარიზაციის სახით არსებობს, თავისთავად გაქრება”, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა  ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენი ოპონენტები ცდილობენ თავი აარიდონ კანონს იმით, რომ შექმნან სხვადასხვა პოლიტიკური კონტექსტი. საერთო ჯამში თუ შევხედავთ ჩვენი ოპონენტების ქცევის ზოგად სტილს, ეს არის კონტექსტების, ნარატივების, წარმოდგენებისა და აღქმების შექმნა.

ეს არის მათი დამახასიათებელი თვისება, რაზეც ჩვენ სათანადო რეაქცია გვაქვს, მათ შორის ჩვენ პარტნიორებთან საუბრის დროს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მარტივ საკითხთან შინაარსის კუთხით, რომლის შეფუთვასაც ჩვენი ოპონენტები ისე ცდილობენ, რომ თითქოს, რაღაც დილემა არსებობს ან მორალური, ან სამართლებრივი, ან პოლიტიკური.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არავითარი დილემა არ არსებობს.

კანონს არღვევს მოქალაქე, ამ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე, რაც კიდევ უფრო მძიმეა, რადგან სწორედ პოლიტიკოსები უნდა იყონ მაგალითის მიმცემი კანონმორჩილების. კანონდარღვევას სჭირდება შესაბამისი რეაქცია, ეს ისეთი მარტივი შეთანხმებაა საზოგადოებაში, რომელზეც კითხვის ნიშნის დასმა არასერიოზულია, მაგრამ ეს არის რეალობა, რომ ჩვენი ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, გარკვეულად შეფუთონ მარტივი ჭეშმარიტებები და თითქოს, რაღაც დილემად წარმოაჩინონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner