პრემიერმინისტრ გახარის გადადგომის ფაქტსა და ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებზე ,,კვირას“ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრება.
-პოლიტიკური სპექტრისთვის მოულოდნელად, საქართველოს პრემიერმინისტრი პოსტიდან გადადგა. რამდენად დამაჯერებელი იყო თანამდებობის დატოვების წინ მისი არგუმენტები?
-არ შეიძლება ქვეყნისთვის ასეთ მძიმე ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა ზედა ზღვარზეა, პრემიერმინისტრმა დატოვის თანამდებობა და წავიდეს. გახარია ცალსაცად უპასუხისმგებლოდ მოიქცა, რასაც არავინ ელოდა.
-როგორც თავადად განაცხადა, პრემიერმინისტრმა თანამდებობა სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ დატოვა, რომელმაც ნიკა მელიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. როგორ ფიქრობთ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ აღარ დააპატიმრებენ?
-ძალიან რთული მდგომარეეობაა. სიტუაცია შეიძლება, ნებისმიერ წამს უკონტროლო გახდეს: ან ერთ მხარეს უმტყუნოს ნერვებმა, ან – მეორეს. ორი დღეა, ოპოზიცია პოლიციასთან დაპირისპირებას აანონსებს. როგორ ფიქრობთ, ეს პრობლემის გადაწყვეტის მშიდობიანი ხერხი იქნება?
-ოპოზიცია ახლა ეროვნული მოძრაობის სახელით ცდილობს მომხრეების მობილიზებას…
–არჩევნების გაყალბების თემა არ გაუვიდათ და ახლა ეროვნული მოძრაობის შექმნას აანონსებენ. არქივიდან ამოიღეს 20 ივნისის გავრილოვის ვიზიტის თემა და ცდილობენ ამ თემის კულტივაციას, საკუთარი პროდასავლურობის ხაზგასმას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ახლა ასე აპირებენ პოლიტიკური ქულების დაგროვებასა და ამომრჩევლის მომხრობას.
-როგორც ამერიკის საელჩომ, ისე მეგობარი ქვეყნების ელჩებმა საკმაოდ მკაფიოდ გამოთქვეს საკუთარი აზრი ოპოზიციის მიერ დაანანსებულ რადიკალურ ნაბიჯებზე.
-ევროპელმა პარტნიორებმა მკაფიოდ განუცხადეს ოპოზიციური პარტიების ,,ცხელ თავებს“, არ დაეშვათ რადიკალური ქმედებები. ამაზე მკაფიო დიპლომატიური გზავნილები აღარ არსებობს. არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს საქართველოში დესტაბილიზაცია არ აწყობს. სახელმწიფო თუ ხარ, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღასრულო ისე, რომ სახე შეინარჩუნო. თუ ახლა ხელისუფლება უკან დაიხევს და ნიკანორ მელიასთვის გამოტანილ აღმკვეთის ღონისძიებას არ აღასრულებს, ეს იმის ტოლფასი იქნება, რომ ერთმა ადამიანმა შეძლო და სილა გააწნა მთელს სახელმწიფო მანქანას. რაც შეეხება ამომრჩეველს, მელიას დაუსჯელობა მათში ფლუსტრირებასა და უიმედობას გამოიწვევს.
-სიტუაციის განსამუხტად კვლავ ფასილიტატორი ელჩების დახმარება დაგვჭირდება?
– ვფიქრობ, მათი ჩარევა ამჯერადაც დაგვჭირდება ოპოზიციის დასაშოშმინებლად და დიალოგის პროცესის გასაგრძელებლად. ოპოზიცია ახლა ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება, თუმცა, ვხედავთ, რომ მათ საამისო რესურსი არც საზოგადოებაში და არც დასავლეთში არ აქვთ. 2003 წელს მიხეილ სააკაშვილსა და ,,ვარდების რევოლუციას“ მხარს უჭერდა დემოკრატიული სამყარო, ახლა კი სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი და უცხოელი დიპლომატები ოპოზიციისგან მხოლოდ გონიერ გადაწყვეტილებას ელიან.
ია დანელია