logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: NATO-სთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა
- +

8 ივლისი. 2016. 18:29



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბრისას NATO-ს ვარშავის სამიტის შესაძლო შედეგები შეაფასა. ქანთარიას განცხადებით, სამიტის შემდეგ საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთთანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა და გამყარდება.


 

„გულუბრყვილოდ არ უნდა შევხედოთ, როგორც ადრე, არიქა, ახლა გაგვაწევრიანებენ და რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ურთიერთობა გამყარდება.

რეალური მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენს შორის ურთიერთთანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა და უფრო მტკიცე გახდება.

ყველაფერი მიდის ნორმალურ ფარგლებში და  წევრობას არავინ  უნდა ველოდოთ. სამიტი არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც  წინ მიდის",- განაცხადა ქანთარიამ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner