აშშ-ის ტეხასის შტატში ზამთრის შტორმს სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, სტიქიის გამო, ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ შტატის მცხოვრებ შვიდ მილიონამდე ადამიანს მოუწოდა, ონკანის წყალი აადუღონ და ისე გამოიყენონ, რადგან არსებობს წყლის დაბინძურების საშიშროება. ყინვამ წყლის მილებიც დააზიანა.
ტეხასის შტატში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა აღინიშნა. კვირის დასაწყისში შტატში ტემპერატურია -18 გრადუსამდე დაეცა.