“ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია”, - ამის შესახებ ევროკავაშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.
„მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა გულწრფელი დიალოგის გზით უნდა მოხდეს. მხარეებს სიტუაციის დაუყოვნებლივი განმუხტვისკენ მოვუწოდებთ, ვინაიდან ეს საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია.
პოლიტიკური სიმამაცე და ჭეშმარიტი დემოკრატიული ლიდერობა პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევისა და პოლარიზაციის გაღრმავების პრევენციისთვისაა საჭირო. ფართო პოლიტიკური ერთობა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვისაა საჭირო. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.