logo_geo
eng_logo
პიტერ სტანო: საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია - ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას
- +

18 თებერვალი. 2021. 20:53

 

 

“ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია”, -  ამის შესახებ ევროკავაშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

 

„მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა გულწრფელი დიალოგის გზით უნდა მოხდეს. მხარეებს სიტუაციის დაუყოვნებლივი განმუხტვისკენ მოვუწოდებთ, ვინაიდან ეს საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია.

პოლიტიკური სიმამაცე და ჭეშმარიტი დემოკრატიული ლიდერობა პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევისა და პოლარიზაციის გაღრმავების პრევენციისთვისაა საჭირო. ფართო პოლიტიკური ერთობა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვისაა საჭირო. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner