logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა ირაკლი ღარიბაშვილზე: მის სახელთან ბევრი საკითხია დაკავშირებული - გამოვყოფდი ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მოვლენა იყო
- +

18 თებერვალი. 2021. 21:13

 

“ძალიან ბევრი საკითხი და რეფორმა დაკავშირებულია ირაკლი ღარიბაშვილთან, გამოვყოფდი განსაკუთრებულ ფაქტს, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად დიდი მოვლენა იყო”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანი იყო ძალიან აქტიურად განხორციელება იმ სამოქმედო გეგმის და ვალდებულებების, რომელიც ჩვენ ამ ხელშეკრულებიდან ავიღეთ, რომელმაც მიგვიყავანა საბოლოო თუნდაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმებასთან. ასევე ბევრი სხვა საკითხია, რის გამოც მას იცნობენ. ის აქტიური პრემიერ-მინისტრი იყო, ასევე იყო აქტიური მინისტრიც. მას ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner