logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საუბარი, რომ მოლაპარაკებებსა და საკითხის მოგვარებას თურმე ხელს არ უწყობს ირაკლი ღარიბაშვილის სიხისტე, არის თვალთმაქცობა
- +

18 თებერვალი. 2021. 21:19

 

“საუბარი, რომ მოლაპარაკებებს და საკითხის მოგვარებას თურმე ხელს არ უწყობს ირაკლი ღარიბაშვილის სიხისტე, არის თვალთმაქცობა, უტიფრობა ან ორივე ერთად”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, რეალურდ არავითარი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში არ არის.

 

„ხისტი გამონათქვამები ოპონენტების მიმართ უცხო არ არის განვითარებული დემოკრატიებისთვის და საგანგებოდ შეიძლება გარკვეული ისეთი მაგალითების მოყვანა, რომ ძალიან შორს არის თავისი სიხისტით, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, ეგ ერთი. მეორე, ეს სიხისტე განაპირობებს იმას, რომ ვთქვათ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიპლომატიის განსახიერება, მათ არანაირად არ უფიქრიათ არც დესტრუქციაზე, არც დესტაბილიზაციაზე, მათ არ შეუქმნიათ ქვეყნის რყევის და ტურბულენტურ ზონაში შეყვანის მცდელობები არ ჰქონიათ და თურმე ირაკლი ღარიბაშვილს რომ აქვს ხისტი გამოთქმები, ეს ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს. რა მოლაპარაკებებზეა ლაპარაკი. არავითარი არჩევნები არც მორიგი, არც რიგითი, არც განმეორებითი, ამათ ინტერესებში არ არის და ამ გზით მიდიან. ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ ლაპარაკი იმაზე, რომ ამ მოლაპარაკებებს და საკითხის მოგვარებას თურმე ხელს არ უწყობს ირაკლი ღარიბაშვილის სიხისტე, არის თვალთმაქცობა, უტიფრობა ან ორივე ერთად“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner