logo_geo
eng_logo
ალეკო ელისაშვილი: მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ რევოლუცია უნდა
- +

18 თებერვალი. 2021. 21:50

 

 

“მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ რევოლუცია უნდა”, - ასე გამოეხმაურა  „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

 

„არანაირი დემოკრატია და რეფორმა, არაფერი, მას მხოლოდ გადატრიალება, დაბრუნება და რევანში სურს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “იმედის” ეთერში.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „სპეცრაზმელები დოქსოპულოები არიან, დედა და მამა არ ყავთ თუ რა?! უნდა მივიდეთ მათ დედასთან და მამასთან, თავის შვილებს აუწიონ ყური და სახლში მოიყვანონ“.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner