“მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ რევოლუცია უნდა”, - ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
„არანაირი დემოკრატია და რეფორმა, არაფერი, მას მხოლოდ გადატრიალება, დაბრუნება და რევანში სურს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “იმედის” ეთერში.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „სპეცრაზმელები დოქსოპულოები არიან, დედა და მამა არ ყავთ თუ რა?! უნდა მივიდეთ მათ დედასთან და მამასთან, თავის შვილებს აუწიონ ყური და სახლში მოიყვანონ“.