logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ოპოზიციის მიზანი იყო არა პარლამენტში შესვლა და რამეს მიღწევა, არამედ მოლაპარაკებების მაგიდის აყირავება და რევოლუციური სცენარისთვის მზადება
- +

18 თებერვალი. 2021. 22:13

 

“მოლაპარაკებების მაგიდიდან ჩვენ არ წავსულვართ, იქვე ვართ სადაც ვიყავით, ველოდებით ოპოზიციას მოვიდეს იმ წინადადებებით, რაზეც დიდი ხანია მიმდინარეობდა მსჯელობა, გარდა ვადამდელი არჩევნებისა, ვადამდელი არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნების საგამოძიებო კომისია დაადგენს დარღვევას მინიმუმ 1%-ს ჩვენ სასარგებლოდ”, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, სოზარ სუბარმა “რუსთავი 2”- ის ეთერში განაცხადა.

 

"ეს მოლაპარაკების მაგიდა არა მხოლოდ ვირტუალური იყო, როგორც ჩანს, წინასწარ იყო განწირული ფიასკოსთვის, იმიტომ რომ თვითონ მეორე მხარეს, ოპოზიციის მხარეს მყოფმა რამდენიმე ლიდერმა დაადასტურა, რომ ოპოზიციის მიზანი იყო არა პარლამენტში შესვლა და რაიმეს მიღწევა, არამედ მოლაპარაკებების მაგიდის აყირავება და რევოლუციური სცენარისთვის მზადება, ეს თქვა ზურაბ ჯაფარიძემ და გაიმეორა გიორგი ვაშაძემ, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერები არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას და მოლაპარაკებაზე წასვლას, აყენებდნენ ისეთ წინადადებებს, რომელზეც წინასწარ იცოდნენ, რომ არ დავთანხმდებოდით და რომ დავთანხმებულიყავით, მაინც არ აპირებდნენ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner