logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მომავალშიც მზად ვიქნებით კონსტრუქციული დიალოგისთვის
- +

18 თებერვალი. 2021. 22:43

 

“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მეორეა ის, დიალოგი რა ფორმატში უნდა გაიმართოს და რა არის მოვლენათა ის განვითარება, რასაც ჩვენ ველოდებით”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მეორეა ის, დიალოგი რა ფორმატში უნდა გაიმართოს და რა არის მოვლენათა ის განვითარება, რასაც ჩვენ ველოდებით.

ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებისგან, ფასილიტატორი ელჩები, ზოგადად დიპლომატები, თუ პოლიტიკოსები ევროპიდან და ამერიკიდან, ყველა მოგვიწოდებდა, პირველ რიგში ოპოზიციას მოუწოდებდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და გამოეყენებინათ საპარლამენტო ფორმატი იმისთვის, რომ გვესაუბრა საკითხებზე, რაც ნამდვილად წარმოადგენს მთელი ქვეყნის ინტერესს. პირველ რიგში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, რაზეც ჩვენ დავიწყეთ კიდეც მუშაობა.

ჩვენი მხრიდან დიალოგი იყო შეთავაზებული იმ საკითხზე მსჯელობისთვის, რასაც ისინი თვლიდნენ პრობლემურად, მათ შორის არჩევნებზე, რაზეც არაერთგზის მივიღეთ უარი, ამას კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოებაც და დარწმუნებული ვარ, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ გააგრძელონ თუ დაიწყონ პარლამენტში მუშაობა და მაქსიმალურად მიიღონ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, დიალოგის ფორმატი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჯერ კიდევ ღიაა, აუცილებელია და ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მომავალშიც მზად ვიქნებით კონსტრუქციული დიალოგისთვის“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner