სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებმა ახალ პატრიარქად ზაგრებისა და ლიუბლიანის ეპარქიის მიტროპოლიტი პორფირი აირჩიეს. მისი წინამორბედი პატრიარქი ირინეოსი 90 წლის ასაკში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო ნოემბერში გარდაიცვალა.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 46-ე პატრიარქის ინტრონიზაცია უახლოეს დღეებში იგეგმება.