ავტორი გიორგი მამაცაშვილი
19 თებერვალი ჯემალ სეფიაშვილის დაბადების დღეა.
დღეს, გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს, არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატს 74 წელი შეუსრულდა.
მედიაჰოლდინგი "რეპორტიორი“ დაბადების დღეს ულოცავს ბატონ ჯემალ სეფიაშვილს და ხანგრძლივ სიცოცხლესა და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.
P.S. ერთიცაა: ჯემალ სეფიაშვილი ეპოქაა ქართულ კულტურაში!
ასევე დიდმა ქართველმა კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა ხუმრობით "ჰიტოვიჩი" შეარქვა მაესტროს და ლოგიკურიცაა - იშვიათად მეგულება კომპოზიტორი, რომლის სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა ჰიტად იყოს ქცეული!
დიახ, ჯემალ სეფიაშვილი ასეთი კომპოზიტორია!
დიახ, ათეულობით მისი სიმღერა შექმნისთანავე და აჟღერებისთანავე იქცა უკვდავ მუსიკად და მათი უმრავლესობა კეთილი მომავლის ჰიმნად და იმედად იქცა!