logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ოპონენტები ყოველ წუთს ძალადობენ, ძალადობენ სახელმწიფოზე, კანონმდებლობაზე, მართლწესრიგზე
- +

19 თებერვალი. 2021. 00:16

 

 

“ჩვენს ოპონენტებს სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს კანონი ამძიმებს და ტყუილი ამსუბუქებს ყველაფერს, ეს არის შეტრიალებული რეალობა, ასე არ არის, კანონმა და სიმართლემ არ შეიძლება, რაიმე დაამძიმოს, პირიქით, ვინც უარყოფს კანონს, ისინი ამძიმებენ ყველაფერს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ვუსმენდი და მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა. რაც ჩვენს ოპონენტებში არის, ეს პირდაპირ აგონიაა. ბოლოსკენ საუბრობდნენ არაძალადობრივი ქმედებაო და 20 ივნისიც ახსენეს. ახლა ისინი ყოველ წუთს ძალადობენ, ძალადობენ სახელმწიფოზე, კანონმდებლობაზე, მართლწესრიგზე იმით, რომ არ აძლევენ შესაძლებლობას, აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება. ისინი ახლა ძალადობენ სახელმწიფოზე და მოეშვან ასეთ საუბარს, თითქოს არაძალადობრივ მეთოდებს იყენებენ.

 

რაც შეეხება მოწოდებებს, მოწოდებები ბევრი იყო, პირდაპირი მოწოდება ევროკავშირიდან მოვისმინეთ, ეუბნებიან, რომ ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა რანჟირება დაიწყო მოწოდებების, რომ ჯერ ხელისუფლებას მოუწოდებენ თუ შემდეგ ოპოზიციას. ეს არის ის პოლიტიკური უმწიფრობა, მათ შორის, საუბარი ჰქონდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, როდესაც ისინი აფასებდნენ არჩევნებს. ჩვენი ოპონენტები, სამწუხაროდ, ორ დიდ პრობლემაში არიან გახვეული. ერთი ესაა უმწიფრობა და ვერ აღქმა, რა სურს მოსახლეობას, მათ ხუთი პროცენტი მხარდაჭერა აქვთ და ამომრჩევლის 80 პროცენტი მოუწოდებს, შევიდნენ პარლამენტში. მეორე, ისინი არიან გახვეული ტყუილის ბურანში. სამ თვეზე მეტია, ცდილობენ მოახვიონ საზოგადოებას, მაგრამ ვერავის აჯერებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner