logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ამიტომ ვართ ძლიერად, ვდგავართ ორივე ფეხზე და ვდგავართ კანონის მხარეს
- +

19 თებერვალი. 2021. 01:06

 

“არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და თქვენ თუ აკვირდებით, ჩვენ გვაქვს 1 პრინცუპული პოზიცია, რომელსაც ვატარებთ.

ეს არის, ვიყოთ სიმართლისა და კანონის მხარეს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

“ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და რატომაც ჩვენი გუნდი არის შეკრული. ვცდილობთ, რაც შეიძლება, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ სიმართლესთან და კანონთან.

ამიტომ ვართ ძლიერად, ვდგავართ ორივე ფეხზე და ვდგავართ კანონის მხარეს. დღითიდღე დასტურდება, რომ ჩვენი ოპონენტები დგანან სიცრუის, სიყალბისა და ძალადობის მხარეს. როცა ისინი დაუმორჩილებლობაზე საუბრობენ, ეს ხატოვანი გამოთქმა არ არის, ეს არის პირდაპირი მოწოდება იმისკენ, რომ რაღაცნაირად ფუთავენ ძალადობას. მათი მიზანი არასდროს ყოფილა, შემოსულიყვნენ პარლამენტში.

მათი მიზანია, რომ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. ოპოზიციის დანარჩენი როლი მათთვის არის მიუღებელი. და ასევე, სწორედ ამისთვის, ვინაიდან ატყობენ, რომ არჩევნების გზით ვერ მოდიან ხელისუფლებაში, ერთადერთი გზა, რაც მათ აირჩიეს, არის მღელვარების, სოციალური აფეთქების გზა. ჩვენს ოპონენტებს სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს კანონი ამძიმებს და ტყუილი ამსუბუქებს ყველაფერს. ეს არის შეტრიალებული რეალობა. ეს ასე არ არის. კანონმა და სიმართლემ არ შეიძლება, რაიმე დაამძიმოს. პირიქით, ვინც უარყოფს კანონს, ისინი ამძიმებენ ყველაფერს“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner