logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის პირველი ნოემბერი, როგორც რევოლუციური სცენარი არ შედგა, გაიწერა მეორე სცენარი - ნიკა მელია ციხისთვის გაწირეს
- +

19 თებერვალი. 2021. 01:34

 

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე გადაწყვეტილება მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა.

 

„მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ოპოზიციისთვის პირველი ნოემბერი, როგორც რევოლუციური სცენარი არ შედგა, რადგან მათ მსოფლიოში ვერავინ დაარწმუნეს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ქვეყანაში ან პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა იქნებოდა, ან მთავრობის და ამას შეიძლებოდა, არეულობა მოჰყოლოდა და გაიწერა მეორე სცენარი.

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე გადაწყვეტილება მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა. იმიტომ, რომ ის ციხისთვის გაწირეს; ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროცესები განვითარებულიყო. შეიძლებოდა, ეს პროცესები კიდევ უფრო მძიმედ წასულიყო და ჩემი აზრით, გახარიას გადადგომამ ეს პროცესები მინიმუმ, შეანელა,“ – განაცხადა ბოჟაძემ.

 

ანალიტიკოსის შეფასებით,  პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელება სწორი გადაწყვეტილება იყო.

 

„გახარიას გადადგომას ოპოზიციაში დილიდანვე მოჰყვა ჟივილ-ხივილი. საუბარი დაიწყეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაზე და გაჩნდა განცდა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან სხვა წინადადებით მივიდოდა;

თითქოს, ხელისუფლებას გადააბარებდნენ, რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებდნენ და იმას გააკეთებდნენ, რასაც მელია მაგიდაზე დაუბრახუნებდა. თუმცა, ამ ხალხს ღიმილი სახეზე შეაშრა, როცა გაიგეს, რომ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა, რადგან სტატუს კვო აღდგა. თუ გიორგი გახარიას მოვიაზრებდით, როგორც ხისტ პრემიერს, პრინციპულ კრიზისმენეჯერს და ამ პროცესთან დაპირისპირებულს, ასეთი ფიგურა დაბრუნდა“, – განაცხადა ბოჟაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner