logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტის შეკრებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ კონსენსუსის მიღწევაზე
- +

8 ივლისი. 2016. 18:37



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციის საკითხზე საპარლამენტო ძალებთან კონსულტაციების გამართვის შესახებ პრეზიდენტის წინადადების კომენტირებისას განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მოცემულ ეტაპზე პარლამენტის შეკრებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ კონსენსუსის მიღწევაზე.



როდესაც სასამართლო რეფორმა მზადდებოდა, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა კონსენსუსის მიღწევას, რომ პარლამენტს შეთანხმებული პოზიციისთვის ეყარა კენჭი. რაც შეეხება სასამართლო რეფორმის მესამე ტალღას, თქვენ გახსოვთ ამ პროცესის ფინალური ეტაპი. შეგახსენებთ, რომ როდესაც ეს რეფორმა მზადდებოდა, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა კონსენსუსის მიღწევას, რომ პარლამენტს შეთანხმებული პოზიციისთვის ეყარა კენჭი. ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების რეფორმას მე მივიჩნევ ჩვენი ხელისუფლებისთვის ნომერ პირველ ამოცანად. ჩემთვისაც პირადად ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მიმაჩნია, როგორც მთავარი გარანტი ადამიანის უფლებების დაცვის, ამიტომ ამ რეფორმის მნიშვნელობაზე აღარ ვისაუბრებ. ეს იმდენად ცხადია, რომ მე ვერ შევადარებდი მნიშვნელობით ვერც ერთ საკითხს, რომელიც გადაწონიდა სასამართლოს რეფომას, ამიტომ ჩვენი შინაგანი მზაობაა, რომ რეფორმა ბოლომდე იყოს მიყვანილი - დარჩენილია მე-3 კენჭისყრა, თუმცა ბოლო კენჭისყრა შეაფერხა იმ განსხვავებულმა მიდგომებმა, რომელიც ბოლოს დაფიქსირდა", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულთან მიმართებაში ალტერნატიული წინადადება ჰქონდათ „რესპუბლიკელებს", „ეროვნულ ფორუმს" და ცალკეულ დეპუტატებს.



ამის გამო ვერ მოხერხდა ორ საკითხზე საბოლოოდ ერთიანი პოზიციის შეჯერება, ესენია - თავმჯდომარეების არჩევა უნდა მოხდეს ლოტოტრონის პრინციპით თუ საბჭოს მიერ. ამ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოესწრო სესიის დასრულებამდე და ამიტომაც კენჭისყრა ვერ ჩატარდა, თუმცა პრინციპების დონეზე რეფორმა მხარდაჭერილია. მომავალში ვაპირებთ, რომ ეს რეფორმა აუცილებლად მივიღოთ. ვაპირებთ იმას, რომ კენჭი ვუყაროთ, როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, მაგრამ პარლამენტის შეკრება საარჩევნო კამპანიის პერიოდში რიგგარეშე ფორმატში, თუ რეალისტურად და პრაქტიკულად შევხედავთ, მე რთულად წარმომიდგენია, ამიტომ ამ მოცემულ ეტაპზე პარლამენტის შეკრებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ კონსესუსის მიღწევაზე - პარლამენტი რომ შეიკრიბოს, ამ საკითხზე კონსესუსი გვაქვს თუ არა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner