მარია ზახაროვა: შავ ზღვაში ამერიკული გემების ყოფნა რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული
-
+
19 თებერვალი. 2021. 01:50
მოსკოვს შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების ყოფნა აშფოთებს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, 9 თებერვალს შავ ზღვაში გამართული ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სწავლება, რომელშიც თურქული სამხედრო გემებიც იყვნენ ჩართულნი, რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკის მეექვსე ფლოტს ძალიან უნდა შავ ზღვაში მტრის პოვნა. ამას სულ ტყუილად აკეთებენ“, - აღნიშნა ზახაროვამ.
წყარო :