„გიორგი გახარიას გადადგომამ „ქართული ოცნების“ ელექტორატში უკმაყოფილება და მწუხარებაც გამოიწვია. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, გუნდი მყარია”, - ამის შესახებ აბალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
“გამოყვანილია პოლიტიკურად საბრძოლო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ენერგიულია.
ეს არის ადამიანი, რომლის იმედიც აქვს „ქართული ოცნების“ ელექტორატს. ის უკომპრომისო იქნება და პოლიტიკურ ოპონენტებს ღირსეულად, სამართლებრივად მტკიცედ შეებრძოლება.
„ქართული ოცნების“ მრავალრიცხოვან ამომრჩეველს ძალიან აღიზიანებს ხშირად საკმაოდ რბილი მიდგომები გარკვეული ადამიანების მიმართ, როდესაც სირბილე არ უნდა ხორციელდებოდეს. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა აშშ-ში და ზუსტად ამის ანალოგიური იყო ის, რასაც ბატონი მელია და მისი მეგობრები სჩადიოდნენ“, – განაცხადა მეტრეველმა.