logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: გახარიას გადადგომას ოპოზიციაში ჟივილ-ხივილი მოჰყვა, თუმცა, ღიმილი სახეზე შეაშრათ, როცა გაიგეს, რომ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა
- +

19 თებერვალი. 2021. 03:02

 

 

ლადო ბოჟაძის შეფასებით,  პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება სწორი გადაწყვეტილება იყო. საკითხზე ანალიტიკოსმა პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

 

„გახარიას გადადგომას ოპოზიციაში დილიდანვე მოჰყვა ჟივილ-ხივილი.

საუბარი დაიწყეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაზე და გაჩნდა განცდა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან სხვა წინადადებით მივიდოდა; თითქოს, ხელისუფლებას გადააბარებდნენ, რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებდნენ და იმას გააკეთებდნენ, რასაც მელია მაგიდაზე დაუბრახუნებდა. თუმცა, ამ ხალხს ღიმილი სახეზე შეაშრა, როცა გაიგეს, რომ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა, რადგან სტატუს კვო აღდგა. თუ გიორგი გახარიას მოვიაზრებდით, როგორც ხისტ პრემიერს, პრინციპულ კრიზისმენეჯერს და ამ პროცესთან დაპირისპირებულს, ასეთი ფიგურა დაბრუნდა“, – განაცხადა ბოჟაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner