logo_geo
eng_logo
აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
- +

19 თებერვალი. 2021. 11:22

 

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის წინააღდეგ სანქციები გააფართოვა. როგორც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვები დაუწესდა ბელარუსის 43 მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბელარუსში დემოკრატიის შელახვაზე. აღნიშნულ პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.

 

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პროდემოკრატიული აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები გამო.

 

„16 თებერვალს უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ვესნას“, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციისა და დამოუკიდებელი სავაჭრო კავშირის წინააღმდეგ განხორციელებული რეიდები, ასევე 18 თებერვალს ჟურნალისტების კატერინა ანდრეევასა და დარია ჩულტსოვას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი განსაკუთრებით შემაშფოთებელია“, – აღნიშნულია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

 

„შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს შორის არიან იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები, რიგითი თანამშრომლები, რომლებიც აკავებდნენ და ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ასევე მოსამართლეები და პროკურორები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის სტუდენტებს ემუქრებოდნენ.

 

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-მა სანქციები დაუწესა ბელარუსის 66 მაღალჩინოსანს.

 

„ჩვენ ბელარუსის მამაცი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner