logo_geo
eng_logo
იტალიის ახალ პრემიერს მარიო დრაგის ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატამ ნდობა ხმათა სრული უმრავლესობით გამოუცხადა
- +

19 თებერვალი. 2021. 15:21

 

 

იტალიის ახალ პრემიერს მარიო დრაგის ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატამ ხმათა სრული უმრავლესობით ნდობა გამოუცხადა, მანამდე მთავრობის დაკომპლექტებისთვის მხარდაჭერა მოიპოვა სენატის ზედა პალატაშიც.

 

იტალიაში ახალი პრემიერის დანიშვნის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ჯუზეპე კონტემ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. მარიო დრაგი პრემიერ-მინისტრობამდე ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

 

იტალიაში სამთავრობო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი კოალიცია მატეო რენცის პარტიამ „იტალია ვივამ“ დატოვა, რომელიც მთავრობის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას არ ეთანხმებოდა.

 

26 იანვარს ჯუზეპე კონტე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იმ იმედით გადადგა, რომ ახალი კოალიციის ფორმირებას მოახერხებდა, თუმცა, ვერ შეძლო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner