საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრძელდება პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო".
9 ივლისს, 12:00 საათზე, სოფელ დიცის საჯარო სკოლაში გაიმართება ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია „ვეფხისტყაოსნის" შესახებ; ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ლიტერატურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრებს; ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით დაგეგმილია სხვადასხვა სახის გამოფენა. ასევე, შედგება ქართული დოკუმენტური ფილმის „იაკობ გოგებაშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა" ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგ ფილმის ავტორი, ჩრდილების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გელა კანდელაკი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრება. დღის ბოლოს გაიმართება ფოლკლორული ანსამბლის „მაჩაბელა" კონცერტი.
ამავე პროექტის ფარგლებში, 9 ივლისს, 16:00 საათზე, სოფელ ტირძნისში შედგება სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი.
პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო", მრავალფეროვანი ღონისძიებებით, 6 აგვისტოს - განმუხურში, 3 სექტემბერს კი სოფელ ნიქოზში გადაინაცვლებს.