logo_geo
eng_logo
დათო ოქიტაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობაზე: საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება კოჰაბიტაცია!
- +

19 თებერვალი. 2021. 15:37

 

საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება კოჰაბიტაცია იმიტომ, რომ ჯალათებთან კოჰაბიტაცია არ შეიძლება“, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ „პოსტ ტვ-ის“ ეთერში განაცხადა.

 

„ორ კვირაში მოხდება ბატონი ირაკლის კანდიდატურის დამტკიცება და მე ვფიქრობ, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება კოჰაბიტაცია იმიტომ, რომ ჯალათებთან კოჰაბიტაცია არ შეიძლება.

 

აქედან გამომდინარე, ადამიანებს მიეცათ იმის იმედი, რომ ირაკლის პრინციპულობა და მისი ხასიათი ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრებს ამ ურჯულოებთან ურთიერთობას“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

 

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

 

ირაკლი ღარიბაშვილს ნდობა ახლა უკვე პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner