საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ ვარშავის შემდეგ ისეთ მდგომარეობაში, უელსის შემდეგ რომ აღმოვჩნდით.
„დიდი ხნის განმავლობაში იყო ფანტასტიური დეკლარაცია, იყო ფანტასტიური არსებითი პაკეტი, მაგრამ არ იყვნენ მზად, ამ პაკეტიდან რომელიმეზე აეღოთ პასუხისმგებლობა. მე უკვე წინასწარ ვიცი, რომ რამდენიმე ქვეყანა, რომელთანაც დღეს შეხვედრები გვაქვს, უკვე მზად არის, რომ გამოაცხადოს საკუთარი მხარდაჭერა კონკრეტული კომპონენტების მიმართ და ისინი ამ განცხადებებს დღესვე გააკეთებენ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.