logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: ყველა ამოცანა, რომ ჩვენ NATO-ს სტანდარტებამდე მივსულიყავით, თითქმის შესრულებულია
- +

8 ივლისი. 2016. 19:15



პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე „რეპორტიორთან" საუბარში NATO-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მიროტაძის თქმით, ყველა ამოცანა, რომ ჩვენი ქვეყანა NATO-ს სტანდარტებთან მისულიყო, შესრულებულია.

 

„ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ დღეიდან, 8 ივლისიდან NATO-ში იქნება 29 ქვეყანა, ალიანსის წევრი ხდება მონტენეგრო. გვაქვს იმედი, რომ შემდეგი ქვეყანა იქნება საქართველო, ვინაიდან ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამხდარიყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. დაწყებული იმით, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყველაზე ცხელ წერტილებში მონაწილეობენ სამშვიდობო მისიაში და ეს არის საქართველოს მხრიდან მსოფლიოს მშვიდობისთვის გაღებული პოლიტიკური ხარკი. ეს ნებაყოფლობითია და საქართველო ფიქრობს, რომ ეს ასე უნდა იყოს, რადგან მსოფლიოში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ დაცული იქნება საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა იქნება უსაფრთხოდ. ყველა ის ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე იდგა, რომ ჩვენ NATO-ს სტანდარტებამდე მივსულიყავით, თითქმის შესრულებული გვაქვს, ახლა დარჩენილია ძალიან მცირე. დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულად დაფიქრდებიან. რა თქმა უნდა, MAP-ს არ მივითებთ და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დელეგაცია ვარშავიდან უსაფრთხოების მეტი გარანტიით ჩამოვა", - განაცხადა ანი მიროტაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner