logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: თავდაცვის მინისტრის თანამდებობისთვის ჯუანშერ ბურჭულაძე ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს
- +

19 თებერვალი. 2021. 20:06

 

“თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის კანდიდატურაზე წარდგენილი ჯუანშერ ბურჭულაძე ამ თანამდებობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს”, - ამის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძეს საქართველოს მთავარ სტრატეგიულ სახელმწიფოში, აშშ-ში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს.

 

„შეგახსენებთ, რომ ჩვენი კანონმდებლობის და მმართველობის პრინციპების თანახმად, სწორედ სამოქალაქო პირი უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი და არა სამხედრო პირი, შესაბამისად, თუ სამოქალაქო პირზე ვსაუბრობთ, ჯუანშერ ბურჭულაძე არის ნამდვილად ის კადრი, რომელსაც აქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ სახელმწიფოში ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის გამოცდილება, მას აქვს კარგი განათლება, ის არის მართლაც, საქმიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი და შედეგზე ორიენტირებული ადამიანი.

 

საელჩოს თანამშრომელი იყო და არა ელჩი, თუმცა იმ მცირე ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვაქვს ყველა საელჩოში, თითოეული ჩვენი თანამშრომელი განუზომლად დიდ მნიშვნელობას ატარებს და აქ, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდა ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სხვადასხვა სტრუქტურებთან სხვადასხვა ფორმატებში და ეს გამოცდილება მას დაეხმარება, რომ საქართველოს-ნატო-ს დღის წესრიგის შემდეგი განხორციელება მოხდეს შეუფერხებლად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner