logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, ხელახლა ავაშენოთ მტკიცე ალიანსი, კვლავ მოვიპოვოთ ნდობა და გავაძლიეროთ ალიანსი
- +

19 თებერვალი. 2021. 23:23

 

 

“ჩვენ ახლა გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, ხელახლა ავაშენოთ მტკიცე ალიანსი, კვლავ მოვიპოვოთ ნდობა და გავაძლიეროთ ალიანსი”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

თქმით, ბოლო წლებში სერიოზული განსხვავებები ვიხილეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, რომელიც ატლანტიკის ორივე სანაპიროზე აჩენდა სერიოზულ კითხვებს ალიანსის სიმტკიცესთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ ახლა გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, ხელახლა ავაშენოთ მტკიცე ალიანსი, კვლავ მოვიპოვოთ ნდობა და გავაძლიეროთ ალიანსი, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის თანამშრომლობა NATO-ში სტრატეგიული სოლიდარობისთვის, რადგან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ: ჩინეთის აღზევება, დახვეწილი კიბერთავდასხმები, ზიანის მომტანი ტექნოლოგიები, კლიმატური ცვლილებები, რუსეთის დესტაბილიზაციური ქცევები და ტერორიზმის მუდმივი საფრთხე. არც ერთ ქვეყანას და არც ერთ კონტინენტს არ შეუძლია ამასთან მარტოს გამკლავება. პირიქით, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ერთად და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთგულება ტრანსატლანტიკური სოლიდარობის მიმართ, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ, რეალურად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

NATO-ს  გენერალური მდივნის თქმით, მეტად უნდა დაფინანსდეს NATO-ს  ტერიტორიებზე შემაკავებელი მექანიზმების უზრუნველყოფა და ეს უნდა განხორციელდეს NATO-ს მოკავშირეების დახმარებით, რომლებიც ხარჯების სამართლიან გადანაწილებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.

მისივე თქმით, უნდა გაფართოვდეს უსაფრთხოებისადმი მიდგომა.

 

„ვინაიდან, ნატო-ს პოტენციური მოწინააღმდეგეები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, იქნება ეს სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გზით, რათა გამოწვევის წინაშე დააყენონ ჩვენი ინსტიტუტები, დაასუსტონ ჩვენი საზოგადოება და ძირი გამოუთხარონ უსაფრთხოებას“, – აღნიშნავს NATO-ს გენერალური მდივანი.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისთვის ჩვენ ძლიერი შეიარაღებული ძალები გვჭირდება. მაგრამ ასევე გვჭირდება ძლიერი საზოგადოებები.

 

ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო, ინტეგრირებული და კოორდინირებული მიდგომა გამძლეობის მიმართ, კონკრეტული ეროვნული სამიზნეებით, კომუნიკაციებისთვის, მათ შორის 5G და ზღვისქვეშა კაბელები, ენერგეტიკითა და წყლის რესურსებით დამთავრებული და მოწყვლადობის ერთობლივი შეფასება. ჩვენ ასევე გვჭირდება ინვესტირება, ჩვენი ტექნოლოგიური მიღწევების შესანარჩუნებლად. უზრუნველყოფა იმის, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები იქნება შეუვალი და განავითარებენ ეთიკური სტანდარტებს, ახალი გამანადგურებელი ტექნოლოგიების გამოყენებისას.

 

უსაფრთხოების მიმართ ჩვენი მიდგომის გაფართოება ასევე გულისხმობს კლიმატურ ცვლილებებზე უსაფრთხოების გავლენას. მჯერა, რომ ნატო-მ უნდა დააწესოს ოქროს სტანდარტი თუ როგორ უნდა შევამციროთ ემისიები.

 

​ევროპამ და ჩრდილოეთ ამერიკამ უნდა დაიცვან საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესრიგი, რაც გამოწვევის წინაშე დგას ავტორიტარი ქვეყნების მიერ. ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ, გადაწერონ ის გზა, რათა ხელი შეუწყონ საკუთარ ინტერესებს“ – აცხადებს სტოლტენბერგი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner