logo_geo
eng_logo
პოლონეთში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

19 თებერვალი. 2021. 23:59

 

 

პოლონეთი ვირუსის მესამე ტალღისთვის ემზადება. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„ბრიტანულ ვარიანტთან ერთად, სამხრეთ აფრიკული ვარიანტიც გამოჩნდა“, – განაცხადა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 241 ინფიცირებული გარდაიცვალა. ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 1 600 ათასს გადააჭარბა, ხოლო ვირუსმა 41 823 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner