logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: გუნდში ვერანაირ დაპირისპირებას ვერ ვგრძნობ!
- +

16 თებერვალი. 2016. 17:02

 


„არავის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას, ვინც არ უნდა იყოს ის, არ ვაპირებ; ჩემიანი იქნება თუ ოპოზიცია, არ შევაფასებ არავის კომენტარს", - ასე გამოეხმაურა გუგული მაღრაძე „რეპორტიორთან" საუბრისას არმაზ ახვლედიანის კრიტიკულ განცხადებებს.


პარლამენტარის თქმით, მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.


„მე ვერანაირ დაპირისპირებას ვერ ვგრძნობ. ზოგადად, ყველას თავისი შეხედულებები აქვს. კოალიცია არ არის ერთი პარტია, იქ განსხვავებული პოზიციების ადამიანები არიან. წინასწარ ვერავინ იტყვის, რა იქნება მომავალში. ყველა პარტიას აქვს თავისი ამოცანები. ამ ამოცანების შესაბამისად ირჩევენ ადამიანებს. ვიღაცები საჭირო იყვნენ 2012 წელს, ვიღაცები საჭირონი იქნებიან 2016-ში და ა.შ.

 

რაც შეეხება განახლებას, თქვენ გინახავთ პარტია, რომელსაც ერთი და იგივე სია ჰქონდეს ყველა არჩევნებზე? ყველა ახალი სახე იყოს, ეგეთი სიაც არ არსებობს. 2016 წელს იქნება ძველი სახეები, ასევე ახლები. ეს არის ნორმალური პროცესი", - განაცხადა მაღრაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner