logo_geo
eng_logo
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 41 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა
- +

20 თებერვალი. 2021. 10:37

 

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 41 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

 

უწყების ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა 41 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ხოლო მეორე დოზა - 17-მა მილიონმა ადამიანმა.

 

ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ჯამში ვაქცინის 59 585 043 დოზა გაიხარჯა.

 

აშშ-ში ვაქცინაციის კამპანია 2020 წლის 12 დეკემბერს დაიწყო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 28 004 315 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 495 693 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner