-
+
20 თებერვალი. 2021. 10:37
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 41 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა.
უწყების ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა 41 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ხოლო მეორე დოზა - 17-მა მილიონმა ადამიანმა.
ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ჯამში ვაქცინის 59 585 043 დოზა გაიხარჯა.
აშშ-ში ვაქცინაციის კამპანია 2020 წლის 12 დეკემბერს დაიწყო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 28 004 315 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 495 693 ადამიანი გარდაიცვალა.
წყარო :