ავტორი ანა ნონიკაშვილი
სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორთან" საუბარში „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის გამართვის იდეას „მორიგი დაბალი ხარისხის შოუ" უწოდა.
„ეს არის მორიგი დაბალი ხარისხის შოუ, რომელსაც „ნაცმოძრაობა" აპირებს გააკეთოს. „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, საზოგადოებაში პარტიის რებილიტაცია მოახდინოს, როგორც „რეკორდშია", არ გაგივა ეგ ნომერი, დურუ ხუნჭუაო, მათაც იმავეს ვეტყვი - არ გაგივათ ეგ ნომერი, „ნაციონალებო"! მათ არანაირი უფლება არ აქვთ, მიიღონ პოლიტიკაში მონაწილეობა. ეს პარტია არის ქართული ნაციზმის მშვენიერი სახე და როგორც ნაციზმი არის დაგმობილი მთელ ევროპაში, ასევე უნდა იყოს დაგმობილი ქართული ნაციზმიც",- განაცხადა მაისაიამ.