logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: ოდესელი შლეგი დიდგორზე ოცნებობს... ბებიაშენისამ და დედიშემისამ...
- +

8 ივლისი. 2016. 21:09


 

ლექტორი ზაზა სიამაშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას იმის შესახებ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ყრილობა დიდგორის ველზე გამართოს, ასე აფასებს:


 „ოდესელი შლეგი დიდგორზე ოცნებობს... თან ყრილობის გამართვა უნდა...

სკაბრეზული სლენგით გავხცემსდი პასუხს - ბებიაშენისამ და დედიშემისამ... მზიას და გიულის გასეირნება უნდა თუ მართლა ყრილობას გამართვა?  ან ეგებ ჩვენ მოგვესმა და დიდ-ღორობა უნდა აღნიშნონ?! ეს უფრო შეეფერებათ - მეტადრე, ზოგიერთი კი ჰგავს ლაბასხმულის მასალას (ლაბასხმული, ნაცებო, ხალადეცს" ნიშნავს!!)...

 

ეს უკვე მთავრობის საქმე აღარაა, ხალხი გავათევთ ღამეს და არ მივუშვებთ. იხეტიალონ სადაც უნდათ! ისე, მთავრობა ვახსენე და აქვე მივმართავ - პარტიას თუ მოძრაობას, რომელსაც ერის და ქვეყნის წინაშე აუარება დანაშაული აქვს ჩადენილი და კვლავაც ცდილობენ წყალი აამღვრიონ, როგორ აძლევთ თავყრილობის უფლებას?

 რაო, დავკრძალეთ მორიგი მსხვერპლი - სულხან მოლაშვილი და მორჩა, დავივიწყეთ მისი წამება? ეგ როგორ ხდება?

 

 არჩევნებიდან უნდა მოხსნათ როგორც არაკვალიფიციური და ამაზრზენი სექტა!"- წერს სიამაშვილი. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner